უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ფერნანდუ სანტუში გამარჯვებაში დარწმუნებული იყო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიის 2:0-ზე დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შემდეგი განაცხადა:

"დღეს 63 წლისა გავხდი და ჩემმა ფეხბურთელებმა დიდებული საჩუქარი გამიკეთეს. მე გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი. როდესაც გუნდს კლასი და ორგანიზაცია აქვს, ყოველთვის ადვილად იგებს. მთელი 90 წუთი იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ და რუსეთში მივემგზავრებით".