მ/ჩ 2018. სამხრ. ამერიკა: მესიმ არგენტინა მუნდიალზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს, სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მე-18 ტური გაიმართა.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალზე გასასვლელად კიტოში ეკვადორის დამარცხება ესაჭიროებოდა. მატჩი სტუმრებისთვის ლამის ტრაგიკულად დაიწყო. რობერტო ორდონესმა და რომარიო იბარამ პირველივე წუთზე გაარღვიეს ალბისელესტეს დაცვა და ამ უკანასკნელმა სერხიო რომეროს კარი დალაშქრა. უიღბლო დებიუტმა არ გატეხა ვერცხლისქვეყნელები, უფრო სწორად კი მისი ლიდერი ლეო მესი. მან 12-ე წუთზე ანხელ დი მარიასთან კომბინაცია გაითამაშა და ანგარიში გათანაბრა.

მე-20 წუთზე ლიონელმა მეტოქეს ბურთი აართვა, წინ წაიწია და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო შესვენების
შემდეგ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ჰეთ-ტრიკი მიითვალა და არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა.

ლეომ საკვალიფიკაციო ტურნირებზე 21 გოლი გაიტანა და სამხრეთ ამერიკის ზონის რეკორდსმენი გახდა.

პერუ-კოლუმბია 1:1 დასრულდა, ბრაზილიამ კი, რომლისთვისაც ამ შეხვედრას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა, სან პაულუში ჩილე არ დაინდო, 3:0 მოუგო და ამერიკის ბოლო ორი თასის გამარჯვებული მუნდიალს მიღმა დატოვა. დუბლი გაბრიელ ჟეზუშმა მიითვალა, ერთი გოლი კი ჩინებულ ფორმაში მყოფმა პაულინიომ გაიტანა.

ურუგვაიმ მონტევიდეოში ბოლივია 4:2-ზე დაამარცხა. დუბლი ლუის სუარესმა შეასრულა, თითო გოლი კი მარტინ კასერესმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

მოკლედ, მუნდიალზე ბრაზილია, ურუგვაი, არგენტინა და კოლუმბია გავიდნენ, პერუ კი პლეი-ოფში ახალ ზელანდიას შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 27 /
მესი კველა დროის საუკეტესო ფეხბურტელია. ის არტისტი როლანდო ვერ მივა მესისტან
zaza nikuradze
13 ოქტომბერი 2017 22:56
0
არც მარადონას და არც პელეს თამაშები არ გვინახავს სტადიონიდან. აი მომენტები ბევრი მინახავს, თითქმის ყველა მომენტები. სასვეა Youtube მათი კადრებით. და ამის გათვალისწინებით ვამბობ, მესიზე ძლიერი არ ყოლია მსოფლიო ფეხბურთს!
გიორგი
11 ოქტომბერი 2017 21:59
2
მარადონამ თითქმის უცნობი გუნდი ,,ნაპოლი,, მსოფლიოში უძლიერეს გუნდად აქცია...ყველა ტიტული მოაგებინა
მსოფლიოც ლამის მარტომ მოიგო
ვერა...მარადონამდე მესი ვერ მივა, ვერა
მასე მე კრუიფი და ზიდანი მომწონდნენ, მაგრამ მარადონა მაინც სულ სხვა იყო
PAPA
11 ოქტომბერი 2017 19:39
9
მესი მარადონამდე რომ მივიდეს, მსოფლიო უნდა მოიგოს! სხვანაირად არ გამოვა არაფერი, უნდა დაამტკიცოს რომ მარტო კლუბის მოთამაშე არ არის! ვნახოთ რას იზავს რუსეთში!!!!
goga
11 ოქტომბერი 2017 16:30
5
მასეა.ნაკრების ფონზე რონალდო ჯობნის ჯერჯერობით!!
ზუურ
15 ოქტომბერი 2017 23:05
1
მესი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას და შეუძლია კიდევაც, დანარჩენი ბატონებო უფლის ნებაა და აგერ ნახავთ...
ზვიო
11 ოქტომბერი 2017 20:26
0
ფეხბურთს ერთი მეფე არ შეიძლება ჰყავდეს.ფეხბურთს ბვერი მეფეები ჰყავდა და ეყოლება: პელე,კრუფი,მარადონა,მესი და ა.შ...
ზაზა
11 ოქტომბერი 2017 15:43
0
პელე ,მარადონა. კრუიფი,მესი ამ ფეხბურთელების შედარებისას მთავარი გვავიწყდება სულ ერთი წამით, რომ წარმოვიდგინოთ ,რომ ფებურთს ,რომელიმე ეს გენიოსი არ ყოლოდა ეს თითქმის ცვლის ფეხბურთის დღევანდელ გაგებას ა,მიტომ არ ღირს ამაზე პოლემიკა ჩვენი საქმეა დავტკბეთ ამ ლამაზი სპორტის სახეობისთ და ვინატროთ რომ ვიღაც კიდევ იქნება მომავალში ასეთი
zviadi
11 ოქტომბერი 2017 14:54
0
და რა მაინტერესებს,ამ დადგმულ სპექტაკლს როდემდე უნდა უყუროთ ცხვრებივიტ? ეკვადორს წაგებული ქონდა ზედიზედ 6 თამაში არგენტინას მანდაც რო არ მოეგო დასახოცები იქნებოდნენ...არაფერი განსაკუთრებული მანდ არ მომხდარა და ეკვადორთამ მოგებით ნუ გადასცემთ მაგას ოქროს ბურთს :D

პ.ს საუკეტესოზე თუ გაქ პრეტენზია ეკვადორს კი უნდა მოუგო და გაუტანო!
alex
11 ოქტომბერი 2017 13:30
15
რა გინდა ხო შეგისრულა მოთხოვნა?საუკეთესოა?!
თამაზი
11 ოქტომბერი 2017 22:08
0
alex-ს
მესის თუ გოლების გატანა აკლია და რა ვიცი მე?...
ზაზა
11 ოქტომბერი 2017 15:46
0
მესი გენიოსია.იცის როდის რა გააკეთოს.მარადონას და მისი შედარება არ შეიძლება,ასე ვფიქრობ,იმიტომ რომ ორივე ძალიან მაგარია.ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ 40 წელია და მიყვარს სიგიჟემდე,მაგრამ არგენტინაც არანაკლებ და ამათ,რომ მსოფლიოზე არ ეთამაშათ იქნებოდა მესისთვის კრახი.
dato
11 ოქტომბერი 2017 13:12
0
მესი - ფეხბურთის მესია!
aburjga
11 ოქტომბერი 2017 13:09
0
ამან შეიძლება არგენტინას რუსეთში ჩემპიონობა მოაგებინოს...ჩვენს ნაკრებს რა ეშველება თამაშს რომ ვერ იგებენ...ნეტა მესის სამადლოდ არ გვათხოვებენ მომავალ ევროპის შესარჩევზე მისი ქართველი გულშემატკივრების ხათრით?
nikola
11 ოქტომბერი 2017 13:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული