8 ევროპული ნაკრები, რომელიც მუნდიალის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ შესარჩევ ციკლში ჩატარებული ბოლო ტურის მატჩების შემდეგ პლეი-ოფის მონაწილე ყველა ნაკრები გამოვლინდა.

- 23 ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად ითამაშებს

რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად ევროშესარჩევის ჯგუფური ეტაპის 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი ნოემბერში იბრძოლებს. ესენია: შვედეთი, შვეიცარია, ჩრდილოეთი ირლანდია, დანია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ხორვატია.

9 შესარჩევ ჯგუფში ყველაზე უიღბლო მეორეადგილოსანი, რომელიც პლეი-ოფს მიღმა დარჩა, სლოვაკეთის ეროვნული გუნდია (18 ქულა).

პლეი-ოფში ნაკრებები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან, რომელიც ციურიხში 17 ოქტომბერს გაიმართება. წილისყრისას განთესილები იქნებიან შვეიცარიის, იტალიის, ხორვატიისა
და დანიის ნაკრებები, ხოლო განუთესავები - შვედეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ირლანდიისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდები.

პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს ჩატარდება, საპასუხო - 12-14 ნოემბერს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩრდილოეთ ირლანდია დანიაზე მაღლაა ფიფა კოკა-კოლას რეიტინგში (რაც განსაზღვრავს განთესილებს) და დანია როგორ მოხვდა მათ რიცხვში?
ირაკლი
12:38 11-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული