არგენტინა მესის ეთაყვანება - სად და როგორ შეიძლება გახდე ღმერთი

AutoSharing Option
მთელი მსოფლიო გაფაციცებით აკვირდებოდა ბოლო დროს კონმებოლის ზონაში განვითარებულ მოვლენებს.

არგენტინა არ იტირებს ...რადგან მას ჰყავს მესი.

იყო დიდი საფრთხე, რომ ლიონელ მესი მუნდიალის გარეშე დარჩებოდა, მისმა არგენტინამ ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არ ჩავარდა - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 2018 წლის ჩემპიონატს არ დააკლდება...

შვება
საინტერესო ისაა - რომ არა ლეო მესი, დიდი ალბათობით, ხორხე სამპაოლის არგენტინა ამ მისიას ვერ შეასრულებდა - უფსკრული არასოდეს ყოფილა ასე ახლოს - კიტოში პირველივე წუთზე ეკვადორის ნაკრები არგენტინასთან რომარიო იბარას გოლით დაწინაურდა.

ამის მერე დაიწყო
ლეოს შოუ - "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირადად გაიყვანა გუნდი მუნდიალზე, 3:1 და არგენტინამ ტურნირი სულაც მესამე ადგილით დაასრულა ბრაზილიისა და ურუგვაის შემდეგ.

მესის მეორე გოლი სარეკორდო იყო მუნდიალის შესარჩევი მატჩებისთვის კონმებოლის ზონაში - 30 წლის არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე (კონმებოლის ზონაში) 20 გოლი გაიტანა (მერე ლეომ 21-ეც შეაგდო). აქამდე რეკორდი - 19 გოლი - ერნან კრესპოს ეკუთვნოდა.

იმავე დღეს მესის "ბარსაში" თანაგუნდელი ლუის სუარესი დაეწია, რომელმაც დუბლი მიითვალა ბოლივიასთან მატჩში (სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ექვსივე გოლი (4:2) ურუგვაელებმა გაიტანეს, მაგრამ ორი - საკუთარ კარში).

ლიონელ მესი (არგენტინა): "სრული სიგიჟე იქნებოდა, ჩვენ რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხვედრილიყავით. არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი არგენტინისთვის. ასეთ სიტუაციაში ყოფნას არ ვიმსახურებდით. ეკვადორთან თავიდან ვაგებდით, მაგრამ შევძელით თამაშის შემობრუნება. ჩვენში უკვე ეჭვი ეპარებოდათ... დღეს ჩვენთვის დიდი დღეა, რუსეთში შეხვედრამდე".

სხვათა შორის, ლა პლატაში ერთი საათით გადასწიეს ირლანდიური ჯგუფის, U2-ს კონცერტი, რომ ხალხს არგენტინის ნაკრების თამაშისთვის ეყურებინა. კონცერტზე ჯგუფის ლიდერმა ბონომ მესი ღმერთს შეადარა.

მატჩის შემდეგ ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ნაკრებიდან მიდის.

ვინ გაიწირა?
ვინ და... ჩილე. სწორედ ჩილე იყო მე-3 ადგილზე ბოლო ტურის წინ, მაგრამ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიას სტუმრობდა. ხუან ანტონიო პიცის გუნდი გაბრიელ ჟეზუშმა დაღუპა, რომელმაც დუბლი შეასრულა, სანამ საქმეში "სიტის" ფორვარდი ჩაერთვებოდა, კოპა ამერიკას ჩემპიონებს ბარსელონელმა პაულინიომ გაუტანა - 3:0. მატჩის შემდეგ ჩილელთა ლიდერმა არტურო ვიდალმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

ბოლო ტურის წინ სამ-ნახევარ საგზურზე 6 გუნდი აცხადებდა პრეტენზიას. ჩილეს გარდა, ბორტს მიღმა დარჩა პარაგვაის ნაკრებიც, რომელმაც შინ 0:1 წააგო აუტსაიდერ ვენესუელასთან. პერუს ნაკრები მე-5 ადგილზე გავიდა და ახლა პლეი-ოფი ელის ახალი ზელანდიის გუნდთან.

ფალკაო დიდ სკანდალში
სამხრეთამერიკულ მედიაში დიდი სკანდალი აგორდა პერუსა და კოლუმბიის მატჩის გამო. ეს შეხვედრა 1:1 დასრულდა და პერუმ პლეი-ოფი გაინაღდა, კოლუმბიამ კი - მუნდიალი. მედიის ცნობით, კარგად გამოჩნდა, რომ კოლუმბიელთა თავკაცმა ხოსე პეკერმანმა რადამელ ფალკაოს შეატყობინა, როგორ მიმდინარეობდა მატჩები ბრაზილიასა და პარაგვაიში. ამის მერე რადამელი მივიდა პერუელებთან, პირზე ხელი მიიფარა და რაღაც უთხრა - მედიის აზრით, კოლუმბიელმა ფორვარდმა მეტოქეს შესთავაზა, თამაში მშვიდად ჩაემთავრებინათ, რაც მოხდა კიდეც.

გოლი-მოჩვენება
კონმებოლიდან კონკაკაფზე გადავინაცვლოთ, სადაც ასევე ბოლო ტურის მატჩები იყო - პანამის ნაკრებმა მუნდიალზე უკვე გასული კოსტა რიკა 2:1 დაამარცხა და ზონიდან მესამე საგზური მოიპოვა (მექსიკისა და კოსტა რიკის შემდეგ). დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მასპინძელთა პირველმა გოლმა - პანამა 0:1-ს აგებდა, როცა გაბრიელ ტორესმა გაიტანა, თუმცა გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ სინამდვილეში ბურთს არ გადაუკვეთია კარის ხაზი. ჰონდურასელი მსაჯი ვალტერ ლოპეს რამოსი შეცდა.

მატჩის შემდეგ პანამაში დასვენების დღე გამოცხადდა და ქვეყანა დიდი ზეიმისთვის ემზადება.

აი, ასე სკანდალურად გავიდა პანამა მუნდიალზე, ჰონდურასის ნაკრები პლეი ოფს ავსტრალიასთან ითამაშებს, ხოლო აშშ-ის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატს დააკლდება.

ბრაზილია-ჩილე 3:0
გოლები: 1:0 პაულინიო (55), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (57), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (93)
ბრაზილია (4-1-4-1): ედერსონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, მირანდა, ალექს სანდრო - კაზემირო - კოუტინიო (87. ფირმინო), პაულინიო, აუგუსტო (82. ფერნანდინიო), ნეიმარი (85. ვილიანი) - გაბრიელ ჟეზუში
ჩილე (4-3-1-2): ბრავო - ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური - ფუენსალიდა (63. პუჩი), არანგისი (46. პულგარი), პ. ერნანდესი (77. პარედესი) - ვალდივია - ვარგასი, ა. სანჩესი

ეკვადორი-არგენტინა 1:3
გოლები: 1:0 იბარა (1), 1:1 მესი (12), 1:2 მესი (20), 1:3 მესი (62)
არგენტინა (3-4-3): რომერო - მერკადო, მასკერანო, ოტამენდი - სალვიო (90. ფასიო), პერესი, ბილია, აკუნია მესი, ბენედეტო (76. იკარდი), დი მარია (84. პარედესი)

პარაგვაი-ვენესუელა 0:1
გოლი: 0:1 ერერა (84)
გაძევება: გომესი (89. პარაგვაი), უოკერი (89. ვენესუელა)

პერუ-კოლუმბია 1:1
გოლები: 0:1 ხ. როდრიგესი (56), 1:1 გერერო (76)
კოლუმბია (4-4-2): ოსპინა - არიასი, მურილიო, დ. სანჩესი, ფაბრა - კუადრადო, აგილარი, კ. სანჩესი, ხ. როდრიგესი (85. ხარა) - ფალკაო (90. მორენო), საპატა (73. ბარიოსი)

ურუგვაი-ბოლივია 4:2
გოლები: 0:1 გ. სილვა (24-საკ. კარში), 1:1 კასერესი (39), 2:1 კავანი (42), 3:1 ლ. სუარესი (60), 4:1 ლ. სუარესი (76), 4:2 გოდინი (79-საკ. კარში)
ურუგვაი (4-3-1-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, გ. სილვა (77. მ. პერეირა) - ბენტანკური, ვესინო, ვალვერდე (60. როდრიგესი) - დე არასკაეტა (77. ლოდეირო) - ლ. სუარესი, კავანი

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 18 12 5 1 41-11 41
2. ურუგვაი 18 9 4 5 32-20 31
3. არგენტინა 18 7 7 4 19-16 28
4. კოლუმბია 18 7 6 5 21-19 27
5. პერუ 18 7 5 6 27-26 26
6. ჩილე 18 8 2 8 26-27 26
7. პარაგვაი 18 7 3 8 19-25 24
8. ეკვადორი 18 6 2 10 26-29 20
9. ბოლივია 18 4 2 12 16-38 14
10. ვენესუელა 18 2 6 10 19-35 12

ბომბარდირები: 10 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 7 - ფელიპე კაისედო (ეკვადორი), გაბრიელ ჟეზუში (ბრაზილია), ლიონელ მესი (არგენტინა), ალექსის სანჩესი (ჩილე).

ჰონდურასი-მექსიკა 3:2
გოლები: 0:1 პერალტა (17), 1:1 ელისი (34), 1:2 ველა (39), 2:2 ოჩოა (54-საკ. კარში), 3:2 კიოტო (60)

პანამა-კოსტა რიკა 2:1
გოლები: 0:1 ვენეგასი (36), 1:1 გ. ტორესი (53), 2:1 რ. ტორესი (88)

ტრინიდადი-აშშ 2:1
გოლები: 1:0 ო. გონსალესი (17-საკ. კარში), 1:1 ჯონსი (37), 2:1 პულიშიჩი (47)
თ მ ფ წ ბ ქ

1. მექსიკა 10 6 3 1 16-7 21
2. კოსტა რიკა 10 4 4 2 14-8 16
3. პანამა 10 3 4 3 9-10 13
4. ჰონდურასი 10 3 4 3 13-19 13
5. აშშ 10 3 3 4 17-13 12
6. ტრინიდადი 10 2 0 8 7-19 6

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა მაგის პასუხია და ვაისს უთქვამს - 11-ვე თუ არა, ასე 7-8 მესი მეც რომ მყოლოდა, პლეი ოფში მაინც გავაღწევდიო... კიდევ კარგი არ გვყვანან, თორემ ვაისის გაღმერთებას ვერ გადავურჩებოდით...
მსქროლავი ტროლი
12:22 12-10-2017
1
რათქმა უნდა მესი კარგი ფეღბურთელია მაგრამ გაღმერთება უდიდესი ცოდვაა მეცოდებიან ვინც იზიარებს რედაქტორის აზრს
....
17:42 12-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული