კარლო ანჩელოტი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელად?

AutoSharing Option
კარლო ანჩელოტს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გაძღოლა შესთავაზა.

რაც ანტე ჩაჩიჩამ ხორვატიის ნაკრები დატოვა, მას შემდეგ გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშეა.  დროებით კი ელატკო დალიჩი წვრთნის.

აქამდე 58 წლის იტალიელ სპეციალისტს, სანაკრებო დონეზე მხოლოდ იტალიის ნაკრები ჰყავს გაწვრთნილი.

ხორვატიას ტურნირზე მოსახვედრად, საბერძნეთთან უწევს პლეი ოფში თამაში. დალიჩი წარმატების შემთხვევაში, მთავარ მწვრთნელად შეიძლება დატოვონ, მაგრამ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ანჩელოტის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და მისგან პასუხს ელის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
450 მილიონს რო ფედერაცია და პარლამენტარები იყოფენ ცოტა გაიმეტონ და ჰვენ ბენიტესი მოვიყვანოტ.
bajo
21:42 19-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული