მ/ჩ 2018. პლეი ოფი: შვეიცარიამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში შვეიცარელებმა დაჯაბნეს ოლსტერელები და დამსახურებულად გაიმარჯვეს 1:0.

პირველ ტაიმში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, გუნდები თავგანწირულად იბრძოდნენ. ნაანტრაქტევს ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდები დაეუფლნენ ინიციატივას, ჯერ შაკირიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს, 58-ე წუთზე კი ბურთი საჯარიმოში ხელზე კორი ევანსს მოხვდა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც როდრიგესმა გამოიყენა. დარჩენილ დროში მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ და დამარცხდნენ.

განმეორებითი შეხვედრა კვირას ბაზელში „სენტ იაკობის“ სტადიონზე გაიმართება.

ჩრდ. ირლანდია - შვეიცარია 0:1
ბელფასტი. სტადიონი „უინძორ პარკი“

ჩრდ. ირლანდია: მაკგოვერნი, ბრანტი, ჯ. ევანსი, მაკოლი, მაკლაფლინი,
კ. ევანსი (65. სევილი), ნორვუდი, დევისი, დალასი (52. უორდი), ლაფერტი (78. უოშინგტონი), მაჯენისი

შვეიცარია: ზომერი, როდრიგესი, აკანჯი, შერი, ლიხტშტაინერი, ზაქარია, ჯაკა, ცუბერი (87. მეჰმედი), ჯემაილი (83. ფრეი), შაკირი, სეფეროვიჩი (77. ემბოლო)

გოლი:
58. როდრიგესი (პენ)

გაფრთხილება: 5. შერი, 57. კ. ევანსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
პენალტი რატო დანიშნა?
haha
12:48 10-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული