დრამა „სან სიროზე“ - იტალია უმუნდიალოდ დარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკანასკნელად მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიამ 1958 წელს ვერ მიიღო მონაწილეობა და სხვათა შორის, ის ტურნირი შვედეთში ჩატარდა. პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად დამარცხების შემდეგ, სკუადრა აძურა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა და როგორმე უნდა გაემარჯვა სახლში სასურველი ანგარიშით. მათი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ თქვა, კი უნდა მოვიგოთ, მაგრამ ფეხბურთელების ნაცვლად "სან სირო" ვერ გაიტანს გოლსო.

თამაშის დაწყების წინ ტიფოზებმა შვედეთის ჰიმნს უსტვინეს, ბუფონი კი აპლოდისმენტბით მიესალმა. არა, რა, ამ დიდი ფეხბურთელის და პიროვნების გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატს პეწი დაეკარგება.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო
ნერვულად და დაძაბულად დაიწყო, ჯერ მასპინძლები ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანს, შემდეგ კი სტუმრები. მე-17 წუთზე კიელინისთან ბურთზე ბრძოლაში ტრავმა მიიღო იუჰანსონმა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, ხოლო მის ნაცვლად შეცვლაზე სვენსონი შევიდა. 26-ე წუთზე კანდრევამ ვერ მოახერხა "ტრე კრუნურის" დამწუხრება. ტაიმის დასასრულს მცველმა გრანკვისტმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მეკარე ოლსენმა ფლორენცის მახვილი კუთხიდან არ გაატანინა გოლი და პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. ბურთის ფლობა 69/31-ზე გახლდათ, მაგრამ მარტო ბურთისა და ინიციატივის ფლობა უგოლოდ რა ბედენაა...

მეორე ტაიმი პირველის ალი-კვალი გამოდგა, სკუადრა აძურა ბევრს და ერთფეროვნად უტევდა და ვერ მიაღწია საწადელს. ძნელია მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმის იტალიის გარეშე წარმოდგენა, მაგრამ გუნდი რომ 180 წუთში 1 გოლს ვერ გაიტანს და ასე სწორხაზოვნად გაირჯება, ალბათ, არც იმსახურებს მუნდიალზე მონაწილეობას.

იტალია - შვედეთი 0:0
მილანი. "სან სიროს" სტადიონი.

იტალია:
ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, ჟორჟინიო, დარმიანი (63. ელ შაარავი), ფლორენცი, პაროლო, კანდრევა (76. ბერნარდესკი), იმობილე, გაბიადინი (63. ბელოტი)

შვედეთი: ოლსენი, აუგუსტინსონი, გრანკვისტი, ლინდელეფი, ლუსტიგი, ფორსბერგი, იუჰანსონი (19. სვენსონი), ლარსონი, კლასონი (72. როდენი), ტოივონენი (54. ტელინი), ბერგი

გაფრთხილება: 9. იოჰანსენი, 9. კიელინი, 22. ბარძალი, 29. ფორსბერგი, 65. ლუსტიგი, 90+2. იმობილე, 90+4. ოლსენი
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხოო ხოო შეიყვანონ არაბები და ბრაზილიელები და მაგრად გავლენ შემდეგშიც!იტალიელების გარეშე,აღარ იქნება ფეხების დამტვრევა და ეგ არის!
irakli1
20 ნოემბერი 2017 16:04
0
ჰოლანდია უნდა ყოფილიყო წესით მაქ.ურთიერთშეხვედრებში ჰოლანდიამ აჯობა შვედებს,ფარერები ამოტენეს ბოლოს და მაგით გავიდნენ.სულელური წესია.თუმცა აქამდე არ უნდა მიიყვანოს ისეთი ისტორიის მქონე ნაკრებმა როგორიც ჰოლანდიაა.
ფეოლა
14 ნოემბერი 2017 17:50
0
იტალია და შვედები რას მიქვიან. მთავარი ფეხბურთი არაა, მთავარია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლესბოსელებს და გეებს, ეს კი მარტო ჩვენ შეგვიძლია! დიდება საქართველოს ნაკრებს!
კაშია
14 ნოემბერი 2017 15:37
19
Exla ityvian italia ver gavida da chven ragas gvaginebto;
Kriminali
14 ნოემბერი 2017 14:25
2
ეჰ, ჩვენ რა გვეშველება, თორემ ესენი ამოყვინთავენ ისევ
domenti
14 ნოემბერი 2017 12:14
1
რა უაზრო მსოფლიო იქნება რუსეთში. იტალია არ იქნება, არც ჰოლანდია, არ საქართველო. მოკლედ ჩაშლის პირას არიან.)))
haha
14 ნოემბერი 2017 11:49
1
ჰა ჰა ჰა ჰა, შენ გაიხარე იუმორის მამავ!
ვასილიჩი
14 ნოემბერი 2017 13:44
0
1990 წლის შემდეგ ვგულშემატკივრობ იტალიის ნაკრებს. ის რაც ეხლა მოხდა სრული კატასტროფაა და დაჯერებაც კი ძნელია. მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო. გაიხსენეთ ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატი და როგორ რეგრესირებს იტალიური ფეხბურთი.
ირაკლი
14 ნოემბერი 2017 11:28
0
ღირსები არიან, დაცვის გარდა არავინ არ ყავთ, ეჰ რა თაობა ყავდათ და ესენი ვინ არიან, კიდევ ერთხელ დამწყდა გული ბუფონზე...
მე
14 ნოემბერი 2017 11:03
0
როცა პრეტენზია გაქვს მსოფლიოზე გასვლის შვედეთის ნაირ გუნდს უნდა მოუგო
Shah name
14 ნოემბერი 2017 10:32
0
მოსალოდნელიც იყო ეს თუ გადავხედავთ ბოლო წლებში იტალიის ფეხბურთის მდგომარეობას.
ეხლა მაინც მიხვდნენ და დაიწყონ კონკრეტული გეგმით კრიზისიდან გამოსვკა.წამოწიონ ახალგაზრდა თაობა და ნელნელა ყველაფერი დალაგდება.არაუშავს შეიძლება კარგიც იყის ეს მომავლისთვის....
გია
14 ნოემბერი 2017 10:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული