ფეხბურთელები, რომლებმაც იტალია-შვედეთის მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულეს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ფეხბურთელებმა: დანიელე დე როსიმ, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულეს.

მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრა გახდა. შეგახსენებთ, შვედეთის ნაკრები მილანში იტალიელებს ფრედ ეთამაშა და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დატოვა.

- დრამა "სან სიროზე" - იტალია უმუნდიალოდ დარჩა!

"დე როსიმ, კიელინიმ და ბარძალიმ აგრეთვე დაასრულეს კარიერა ნაკრებში" - განაცხადა იტალიის ნაკრების უკვე ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა.

- ჯანლუიჯი ბუფონი: "მე მივდივარ იტალიის ნაკრებიდან. მაპატიეთ" - დიდი ფეხბურთელი ტირის

შეგახსენებთ, ბარძალი და დე როსი 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
კიელინი  ნაკრებში ყოფნის დროს, 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი და 2013 წელს კონფედერაციის თასზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული