კლაუდიო კანიჯა უპირატესობას გონსალო იგუაინს ანიჭებს

AutoSharing Option
ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა კლაუდიო კანიჯამ, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული, იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ უნდა იყოს არგენტინელთა ძირითადი ფორვარდი.

51 წლის კანიჯას თქმით, იგი უპირატესობას გონსალო იგუაინს ანიჭებს, რადგან პაულო დიბალასა და მაურო იკარდისგან განსხვავებით, ლიონელ მესის ძალიან კარგად ეწყობა და შესანიშნავი დარტყმა აქვს.

მისი აზრით, სწორედ იგუაინია ის ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, ძირითადი ფორვარდის როლი უნდა იტვირთოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული