რონალდომ ახსნა, რატომ ჰქონდა უცნაური ვარცხნილობა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ჰქონდა უცნაური ვარცხნილობა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

"ფეხზე ტრავმა მაწუხებდა და ყველა ამის შესახებ საუბრობდა. ამიტომ გადავწყვიტე, უცნაური ვარცხნილობა გამეკეთებინა და ხალხის ყურადღებაც ამაზე გადამეტანა.

როდესაც მეორე დღეს ვარჯიშზე მივედი, ტრავმა აღარავის ახსოვდა და ყველა ჩემს ვარცხნილობაზე საუბრობდა.

ამის შემდეგ უფრო წყნარად და კონცეტრირებულად ვვარჯიშობდი. ჩემი ვარცხნილობით ნამდვილად არ ვამაყობდი, მაგრამ ამ საქციელმა ნამდვილად გაამართლა", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ 2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალი მეხუთედ მოიგო.
"კიჭა" კი 8 გოლით მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმის ბომბარდირი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული