უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

სუარესი და კავანი - ვინ უმაგრებს ზურგს ტოპ-ფორვარდებს ურუგვაის ნაკრებში?

AutoSharing Option
უცხოურ ტოტალიზატორებში საინტერესო ფსონს წააწყდებით ხოლმე, მაგალითად, ერთი ასეთია: ვის უკბენს სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზე? როგორ მოიქცევა ურუგვაელი, უცნობია, თუმცა ოსკარ ტაბარესის რჩეული სარუსეთო გუნდი ცნობილია:

მეკარეები: მარტინ კამპანია ("ინდეპენდიენტე"), ფერნანდო მუსლერა ("გალათასარაი"), მარტინ სილვა ("ვასკო და გამა").

მცველები: დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), სებასტიან კოატესი ("სპორტინგი"), ხოსე ხიმენესი ("ატლეტიკო"), მაქსი პერეირა ("პორტუ"), გასტონ სილვა ("ინდეპენდიენტე", მარტინ კასერესი ("ლაციო"), გილერმო ვარელა ("პენიაროლი").

ნახევარმცველები: ნაითან ნანდესი ("ბოკა ხუნიორსი"), ლუკას ტორეირა ("სამპდორია"), მატიას ვესინო ("ინტერი"), ფედერიკო ვალვერ
დე ("დეპორტივო"), როდრიგო ბენტანკური ("იუვენტუსი"), კარლოს სანჩესი ("მონტერეი"), ჯორჯიან დე არასკაეტა ("კრუზეირო"), დიეგო ლაკსალტი ("ჯენოა"), კრისტიან როდრიგესი ("პენიაროლი"), ხონათან ურეტავისკაია ("მონტერეი"), ნიკოლას ლოდეირო ("სიეტლ საუნდერსი"), გასტონ რამირესი ("სამპდორია").

თავდამსხმელები: კრისტიან სტუანი ("ჟირონა"), მაქსი გომესი ("სელტა"), ედინსონ კავანი (პსჟ), ლუის სუარესი ("ბარსელონა").