ნეტარ არიან მორწმუნენი - ჰარი კეინს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების სჯერა!

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა მუნდიალზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

"ვფიქრობ, შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონატი. თუმცა, ფავორიტებად არ ვითვლებით.

ხომ არავინ ელოდა, რომ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა, მაგრამ გავიდა.

გაიხსენეთ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერის" ახალგაზრდული გუნდი როგორ დომინირებდა პრემიერლიგაზე.

ჩვენ ყოჩაღები ვართ და ეს შეიძლება წაგვადგეს. მჯერა, ტურნირის მოგება შეგვიძლია და ამის გაკეთებას შევეცდებით. ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებლობა იქნება", - განუცხადა კეინმა "დეილი მეილს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული