მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს პანამელი მეეზოვე იმსაჯებს

AutoSharing Option
მუნდიალის მატჩებს პანამელთა ბრიგადა იმსაჯებს, რომელთა შორისაა ლაინსმენი გაბრიელ ვიქტორია.

ვიქტორია 25 წელიწადია მეეზოვედ მუშაობს, ის ქუჩებს გვის.

პანამაში არბიტრებს ხელფასს არ უხდიან, ისინი გასამრჯელოს მხოლოდ მატჩების მომსახურებისთვის იღებენ, ამიტომ  იძულებულნი არიან, სხვა სამუშაოებზე იშრომონ.

გაბრიელი 05:00 საათზე იწყებს მუშაობას, 17:00 საათზე კი სავარჯიშოდ მიდის.

"მე ეს არ მღლის. მომწონს ორივე პროფესია. მე და ჩემს კოლეგებს არა გვაქვს სტრესი და ყველაფრით კმაყოფილები ვართ", - ამბობს ვიქტორია.

გაბრიელი გამოცდილი რეფერია, უკვე იმსაჯა 17-წლამდელთა და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, აგრეთვე 2016 წელს აშშ-ში
ჩატარებულ ამერიკის თასზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთ სამაგალითო და მიზანდასახულ ადამიანებზე უნდა იწერებოდეს სტატიები, წარმატებები ამ კაცს!
გულშემატკივარი
11:01 23-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული