უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

დიდიე დეშამი: იმედია, რაბიო გაიზრდება და მიხვდება, როგორი სერიოზული შეცდომა დაუშვა

AutoSharing Option
პსჟ-ს ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ საფრანგეთის ნაკრებში სარეზერვო ფეხბურთელობა იუკადრისა და უარი განაცხადა. ამაზე კომენტარი ეროვნული გუნდის მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა.

"გამიკვირდა. მესმის, რომ იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება... მან ავტომატურად ამოაგდო თავი კანდიდატთა სიიდან.

მაინც იმედი მაქვს, რომ გაიზრდება და მიხვდება, თუ როგორი სერიოზული შეცდომა დაუშვა. ასეთი საქციელი მიუღებელია.

მიუხედავად ამისა, მე მის გაკრიტიკებას არ ვაპირებ. ადრიენმა საკუთარი არჩევანი გააკეთა", - განუცხადა დეშამმა ESPN-ს.
ასევე დაგაინტერესებთ