ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება

AutoSharing Option
ნეიმარის გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე წარმოსადგენი იყო. ამის შესახებ ბრაზილიის ნაკრების ფიტნესის მწვრთნელმა ვირტუდეს სანჩესმა განაცხადა.

მისი თქმით, პსჟ-ის ვარსკვლავი ვარჯიშებზე იხარჯება და ნელ-ნელა ფორმაში შედის.

ჯერჯერობით ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა ის მუნდიალამდე დაგეგმილ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატს ნეიმარი, დიდი ალბათობით, სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული