ნეიმარისა და მესის თითოეული გოლი 10 000 სასკოლო საჭმლის ექვივალენტი იქნება

AutoSharing Option
ლიონელ მესისა და ნეიმარის მიერ გატანილი თითოეული გოლი 10 000 სასკოლო საჭმლის ექვივალენტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს.

ამ ინიციატივის მხარდამჭერი "მასტერქარდია". მათმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ბრაზილიელი და არგენტინელი გოლს გაიტანენ, ისინი გაეროს მსოფლიო კვების პროგრამას 10 000 ულუფა საჭმელს გადასცემენ.

საჭმელი კი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს დაურიგდებათ.

აღნიშნული კეთილი ნება ძალაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული შევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული