გერმანიის ნაკრების საბოლოო განაცხადი მუნდიალისთვის ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადი დაასახელა.

გაფართოებული შემადგენლობიდან მეკარე ბერნ ლენო, მცველი ჯონათან ტა და თავდამსხმელები ლეროი სანე და ნილ პეტერსენი ამოაგდეს.

კაპიტანი მანუელ ნოიერი იქნება.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (პსჟ)

მცველები: ჯერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, ნიკლას ზულე, ჯოშუა კიმიხი (ყველა - ბაიერნი), მატიას გინტერი (ბორუსია გ.), იონას ჰეკტორი (კიოლნი), მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი)

ნახევარმცველები: იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), იულიან დრაკსლერი (პსჟ), ილქაი გიუნდოგანი
(მანჩესტერ სიტი), სამი ხედირა (იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი), ლეონ გორეტცკა, სებასტიან რუდი (ბაიერნი), მესუთ იოზილი (არსენალი)

თავდამსხმელები: მარიო გომესი (შტუტგარტი), მარკო როისი (ბორუსია დ.), ტომას მიულერი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)

გერმანია მუნდიალზე მექსიკასთან, შვედეთსა და სამხრეთ კორეასთან ითამაშებს ჯგუფში.

altმექსიკის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოატენგით გიუნდოგანით აპირებენ გერმანული სულით თამაშს?!
მერაბი
12:52 05-06-2018
0
აი ნახავთ, ერთერთ მატჩში გოლის გატანა რომ დაჭირდება და ვერ გაიტანს. იმიტომ გასაძლიერებლად არც გიოტცე და არც სანე არ ეყოლება. ვერნერის და გომესის იმედით მიდის რუსეთში?
alexandre
23:52 04-06-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული