თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმირ პუტინს ემლიქვნელება

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის", მოსკოვის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი, ვალერი გაზაევი რუსეთის გოსდუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და იმდენად ემლიქვნელება ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ თვით რუსული მედიასაშუალებების ირონიასაც კი იწვევს.

აი, რა განუცხადა ვალერი ვალერის ძემ დღეს Известия-ს:

"ვლადიმირ პუტინმა ყველა კითხვას უპასუხა და "პირდაპირი ხაზით" ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვნერვიულობდი თუ არა? იცით, პუტინის წინაშე მთელი მსოფლიო ნერვიულობს. რაც მინდოდა, მას ყველაფერი ვუთხარი. პრეზიდენტმა ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატზე გაამახვილა".

გაზაევმა პუტინს უსურვა, რომ ღმერთი
მფარველობდეს, წმინდა გიორგიმ ხელი შეუწყოს ყველა საქმეში, ხოლო ნიკოლოზ სასწაულმოქმედმა ჯანმრთელობა და წარმატება მისცეს.

პორტალი bombardir.ru აღნიშნავს, რომ ყოფილი ფეხბურთელის ნაცვლად ისინი გრძნობენ თავს უხერხულად.

სხვათა შორის, გაზაევი დარწმუნებულია მუნდიალზე რუსეთის ნაკრების წარმატებაში და პირობა დადო, თუ ჩემპიონები გახდებიან, ულვაშს მოიპარსავს.

გაზაევმა ფეხბურთელის კარიერა 1986 წელს თბილისის "დინამოში" დაასრულა - 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებაში თუა დარწმუნებული უნდა ეთქვა: ჯგუფიდან თუ ვერ გავიდნენ მოვიპარსავო. ***ოპალეზი მოხუცი.
თორნიკე
08 ივნისი 2018 09:42
0
როგორც თქვენ ევროპისა
41
16 ივლისი 2018 12:08
0
ვლადიმეროვიჩი, რომ ქართულად ვლადომერის ძეს ნიშნავს ყველას მოგეხსენებათ, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, გაგვეგო რას ნიშნვს ეს ლეგენდარული იჩი. მონგოლების ბატონობას (300 წელი) რუსეთის ტერიტორიაზე, ტკივილის (რუსების) და სიამოვნების (მონგოლების)გარეშე არ ჩაუვლია. როდესაც რუსეთში პატარა მონგოლები ბიჭები იბადებოდნენ, მათ მამის სახელის გარდა იჩის მიმართულებას აძლევდნენ, რაც ქართულად ასე ნიშნავს: ტარიელის, კაკოსი, შაქროსი, ზაქროსი, რომ ეცნოთ მათ მათი უკანაონოდ გაჩენილი ბავშვები.
ვლადიმეროვიჩ, წარმატებებს ვუსურვებ რუსეთის ნაკრებს.
TanoLife
08 ივნისი 2018 01:47
4
ეჰ, დარჩენილა აბა გაზაევი ულვაშგაუპარსავი და თუ საწყისი ეტაპიდან შემდგომში თუ არ გავიდა რუსეთის ნაკრები, ალბათ წვერსაც მოუშვებს.
არჩილ
07 ივნისი 2018 21:10
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული