ჟურნალისტმა ხორხე სამპაოლი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

Radio Mitre-ს ჟურნალისტის, გაბრიელ ანიელოს ცნობით, 56 წლის სპეციალისტი ეროვნული ნაკრების მზარეულს ავიწროებდა.

მან ასევე განაცხადა, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია სიტუაციის საქმის კურსში იყო და ქალს ქრთამი შესთავაზა, რომ სკანდალურ ინციდენტზე არ ესაუბრა.

თავად სამპაოლიმ ჭორები არ დაადასტურა, როგორც კლაუდიო ტაპიამ.

"ყოველდღე ხდება რაღაცები, რომლის მიზანი არგენტინის ნაკრებისთვის ზიანის მიყენებაა. ნამდვილად მჯერა სამპაოლის ღირსების და ამ ინფორმაციაზე ჩაციკვლას არ ვაპირებ", - თქვა ტაპიამ.

აღნიშნული ჟურნალისტი ასევე იმითაა ცნობილი,
რომ 2016 წელს თავდამსხმელი ესეკიელ ლავეცი ნაკრებში ყოფნის დროს მარიხუანის მოწევაში დაადანაშაულა. ამ ინციდენტის შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელებმა პრესას ბოიკოტი გამოუცხადეს.

altმუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა. XII ტური: ლეოს შოუ და ბოიკოტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესის ავიწროებს ღამღამობით
ჩიკი,ჩიკი
20:12 16-06-2018
0
ამ ნაკრებსდ სულ პრობლემებს რატო უჩენენ? არ უნდათ რამე მოიგოს?
იმერელი
17:17 11-06-2018
0

სიახლეები პოპულარული