გარეთ საუტგეითი: ინგლისის ნაკრები პროგრესირებს, მაგრამ გერმანიის და ბრაზილიის დონეზე ვერაა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა მუნდიალზე თავისი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ვბედავთ თუ არა ოცნებას? გააჩნია რაზე. ჩვენ ჩვენი ადგილი ვიცით... ტურნირის რეიტინგში მე-12 ადგილზე ვართ. ვპროგრესირებთ, მაგრამ გერმანიის და ბრაზილიის დონეზე ვერა ვართ.

გუნდში ახალგაზრდა და შემართული ფეხბურთელები გვყავს. მათ იმპულსი უნდა შეგვძინონ. საშუალო სისწრაფის პერსპექტივას ვუყურებთ, თუმცა ეს ზაფხულში ჩვენს შესაძლებლობას არ ზღუდავს. რეალისტები უნდა ვიყოთ - როგორი ასაკისაცაა ჩვენი გუნდი, ისეთი უნდა იყოს მოლოდინი. მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს", - განუცხადა საუტგეითმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული