გადაწყვეტილება დღეს, მოსკოვში გამართულ კონგრესზე იქნა მიღებული, ხმა კი ფიფას წევრმა სახელმწიფოებმა მისცეს.
ჩრდილოეთ ამერიკის გაერთიანებულ განაცხადს მხოლოდ ერთი მეტოქე, მაროკო ჰყავდა.
200 ხმიდან 134 ჩრდილოეთ ამერიკამ მიიღო, 65-მა მხარი მაროკოს დაუჭირა, ხოლო ერთმაც თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს. რუსეთში გასამართი 2018 წლის მუნდიალი კი ხვალ აიღებს სტარტს.