დანიამ პერუ მინიმალური სხვაობით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიოანტზე D ჯგუფის მეორე შეხვედრაში დანიის ნაკრებმა პერუ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი 59-ე წუთზე "ლაიფციგის" ფორვარდმა იუსუფ პოულსენმა გაიტანა.

პირველი ტურის შემდეგ დანიასა და საფრანგეთს 3-3 ქულა მოუგროვდათ და ჯგუფს ლიდერობენ, ავტრალიასა და პერუს კი 0 ქულა აქვთ.

მეორე ტურში საფრანგეთი პერუს დაუპირისპირდება, ავსტრალია კი დანიას.

შაბათი. 16 ივნისი. სარანსკი. "მორდოვია არენა".
პერუ - დანია 0:1
გოლი: იუსუფ პოულსენი (59)

პერუ (4-2-3-1): გალესე, ტრაუკო, რამოსი, როდრიგესი, ადვინკულა, იოტუნი, ტაპია(აკინო 87), ფლორესი(გერერო 62), კუევა, კარილიო, ფარფანი(რუიდიასი
85).
დანია (4-3-3): შმეიხელი, ლარსენი, კრისტენსენი(ზანკა 81), კიაერი, დალსგაარდი, დელანი, ერიქსენი, კვისტი, სისტო(ბრათიუვაითი 67), იორგენსენი, პოულსენი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული