უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მოსკოვში ნიგერიელი გულშემატკივარი სადარბაზოს თავსახურიდან გადააგდეს

AutoSharing Option
13 ივნისს, მოსკოვში ბრუსილოვის ქუჩის ერთ-ერთი სახლის სადარბაზოს სახურავიდან ნიგერიელი ფანი გადააგდეს.

26 წლის ტოლუოპე აკინდი დათვრა, დაახლოებით 23:00 საათზე სადარბაზოს სახურავზე აძვრა და ხმამაღლა სიმღერა დაიწყო, მას არაერთხელ მოუწოდეს დაწყნარებულიყო, მაგრამ არავის არ დაუჯერა, რის შემდეგაც ხელი კრეს და გადააგდეს.

აფრიკელს ორივე ფეხის ტერფი მოტყდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.