"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო სიტუაციაა. წინა ტურნირებზე პირველ შეხვედრებს ვიგებდით. საჭიროა დასკვნების გამოტანა. შემდეგ საქმე უკეთესად იქნება.
უნდა ვაღიარო, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. მეტოქეს თავისუფალ ზონებს ვუტოვებდით, ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მექსიკა დაცვაში ჩადგა, მაგრამ მომენტები გვქონდა.
მეტოქეს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც კონტრშეტევაზე ეხერხებათ თამაში. სწრაფები და ორთაბრძოლებში მაგრები არიან.
გეგმას არ შევცვლი, განვავითარებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს. წინა ორ
მსოფლიოს ჩემპიონები რატომ ვერ გადიან ჯგუფიდან? სხვების ამბავს ვერ გეტყვით, ჩვენ მსგავსი რამ არ დაგვემართება".