მუნდიალი 2018: ინგლისმა ტუნისი კომპენსირებულ დროში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისმა ტუნისი 2:1 დაამარცხა.

მატჩი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მე-11 წუთზე ანგარიში კეინმა გახსნა, მე-15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ასენმა მარცხენა მხრის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ინგლისელებმა ამის შემდეგ არაერთი მომენტი ვერ გამოიყენეს, 35-ე წუთზე კი მათმა მცველმა უოკერმა უწყინარ სიტუაციაში პენალტი აიკიდა და სასიმ თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრებმა პირველ ტაიმში კარში 6-ჯერ დაარტყა, რაც უკანასკნელად მუნდიალზე 52 წლის წინ მოხდა.

შესვენების შემდეგ ტუნისმა ზონები უნარიანად გადაკეტა, მათ კართან მომენტები აღარ იქმნებოდა, მაგრამ კომპენსირებულ
დროში კეინმა თავურით მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა.

ორშაბათი. 18 ივნისი. ვოლგოგრადი. "ვოლგოგრად არენა". 41 064 მაყურებელი
ტუნისი - ინგლისი 1:2
გოლები: 0:1 კეინი (11), 1:1 სასი (35, პენ), 1:2 კეინი (90+1)

ტუნისი: ასენი (ბენ მუსტაფა 15), ბენ იუსეფი, მალული, ბრონი, სლიტი (ბენ ამორი 74), სასი, შჰირი, მერიაჰი, ჰაზრი (ჰალიფა 85), ბადრი, ბენ იუსეფი

ინგლისი: პიკფორდი, იანგი, უოკერი, ტრიპიერი, მაკგუიარი, სტოუნსი, ჰენდერსონი, ალი (ლოფტუს-ჩიკი 80), ლინგარდი (დაიერი 90+2), კეინი, სტერლინგი (რეშფორდი 68)


altგარეთ საუტგეითი: მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ინგლისი ალბათ მეოთხედფინალამდე მიაღწევს?!
etds
09:58 19-06-2018
0
Vardi gyavt, cnobistvis...
Baggio
08:20 19-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული