მუნდიალი 2018: იაპონიამ კაცნაკლულ კოლუმბიას აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივნისს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე H ჯგუფის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც კოლუმბიის ნაკრები იაპონიას შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა კოლუმბიელებისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო. უკვე მე-3 წუთზე არბიტრმა საჯარიმოში ხელით თამაშის გამო სანჩესი გააძევა.

პენალტის დარტყმა თავის თავზე კაგავამ აიღო და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.

კოლუმბია არ დანებდა და მორიგი შეტევისას საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც კუინტერომ შესანიშნავად შეასრულა - "რივერ პლეიტის" ნახევარმცველმა ბურთი ცოცხალი კედლის ქვევით გააძვრინა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში იაპონელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, უკვე 73-ე წუთზე
კუთხურიდან ჩამოწოდებული თავური დარტყმით კარში ოსაკომ გადაგზავნა და იაპონია 2:1 დაწინაურდა.

H ჯგუფი. სამშაბათი. 19 ივნისი. სარანსკი. მორდოვია არენა
კოლუმბია-იაპონია 1:2
გოლები: 0:1 კაგავა (პენ. 6), 1:1 კუინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)
გაძევება: სანჩესი (3, კოლუმბია)

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, დ. სანჩესი, მურილო, მოხიკა - კ. სანჩესი, ლემა - კუადრადო, კუინტერო, იზკუერდო - ფალკაო
იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, იოშიდა, შოჟი, ნაგატომო - ჰასებე, შიბასაკი - ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი - ოსაკო


შეგახსენებთ, რომ დღეს მუნდიალის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. H ჯგუფში 19:00 საათზე პოლონეთის ნაკრები სენეგალს დაუპირისპირდება, ხოლო A ჯგუფში რუსეთის ნაკრები ეგვიპტეს შეხვდება.

altმუნდიალი 2018. V დღის მატჩების წინ: სალაჰმა რუსეთი მიწაზე უნდა დააბრუნოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული