მოსკოვში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასული კოლუმბიელი მომღერალი მალუმა გაქურდეს

AutoSharing Option
მალუმას ფსევდონიმით ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი ხუან ლუის ლონდონო მოსკოვის სასტუმროში გაქურდეს.

მას სასტუმროს ნომერში 50 მილიონი რუსული რუბლი (დაახლოებით 3 200 დოლარი) მოპარეს და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

მის ოთახში შესაღწევად უცნობმა პირმა, რომელმაც თავი სართულის მორიგეს მომღერლის სტუმრად წარუდგინა, გასაღების დუბლიკატი გამოიყენა.

მომღერლის თქმით, მოპარეს Louie Vuitton-ის ფირმის ძვირფასი ჩანთა, კეისი, რომელშიც ძვირად ღირებული საათების კოლექცია ჰქონდა, საიუველირო ნაწარმი და ა.შ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, მუნდიალის დაწყების წინ მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში "არსენალისა" და ნიგერიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს,
ნვანკვო კანუს 15 ათასი დოლარი მოპარეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა სისულელეს წერთ, ცოტა ხომ უნდა გადაამოწმოთ არა?? საშუალოდ 50 მილიონი რუბლი არის 900 000 დოლარი
georgian
15:49 20-06-2018
0
50 მილიონი რუბლი 3200 დოლარი როგორ არის?
Rezo
12:07 20-06-2018
0

სიახლეები პოპულარული