მაროკოს ნაკრების თავდამსხმელმა ნორდინ ამრაბატმა პორტუგალიასთან თამაშის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მეტოქე გუნდის თავდამსხმელ რონალდოს ამერიკელმა მსაჯმა მარკ გრეიგერმა მაისური სთხოვა.
"მსაჯი რონალდოს თამაშით აღფრთოვანებული იყო. პეპესგან გავიგე, რომ მან კრიშტიანოს მაისური სთხოვა. ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია და არა ცირკი", - განუცხადა ამრაბატმა Givemesport-ს.