მუნდიალი 2018: მესი და არგენტინის ნაკრები ჯერ ხორვატიას ვერაფერს უხერხებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ისლანდიასთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განახორციელა და მისმა გუნდმა სასტარტო სასტვენისთანავე შეუტია. უშედეგოდ. მერე ხორვატებმა ადვილად შეაღწიეს მეტოქის საჯარიმოში და კაბალიერომ პერიშიჩს არ დაანება გოლის გატანა.

ვერცხლისქვეყნელები ინიციატივას კი დაეუფლნენ, მაგრამ ხორვატების მაღალი პრესინგის დაძლევა უჭირდათ. 21- წუთზე  აკუნას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული თუ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. 29-ე წუთზე კი პერესმა სლავების შეცდომით ვერ ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში ვერ
გადაგზავნა.

ხორვატებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და 33-ე წუთზე მანძუკიჩმა თავური დარტყმით ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა.

D ჯგუფი. ხუთშაბათი. 21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი.
არგენტინა - ხორვატია 0:0

არგენტინა: კაბალიერო, მასკერანო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო, პერესი, სალვიო, მესა, მესი, აგუერო, აკუნა

ხორვატია: სუბაშიჩი, ვიდა, სტრინიჩი, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, ბროზოვიჩი, მანძუკიჩი, რებიჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული