უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ახლა "მოდაშია ტირილები" - ნეიმარი ისევ აქვითინდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები წამდაუწუმ პატარა ბავშვებივით ტირიან. ის თვლის, რომ ნამდვილი მამაკაცი არ უნდა იყოს სენტიმენტალური.

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოსტა რიკას დამარცხების შემდეგ, თვალზე კურცხალი ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს ნეიმარს მოადგა და ეს ასე ახსნა.

"ყველამ არ იცის, ამის მისაღწევად რა გზა გავიარე. სიხარულისგან ვიტირე, გამარჯვების გზისკენ დაუოკებელი სვლის და  სირთულეების გადალახვის გამო.

ჩემთვის ცხოვრება ადვილი არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. ოცნება რჩება. ოცნება არა... მიზანი!", - დაწერა ნეიმარმა
ინსტაგრამზე.