მუნდიალი 2018: გერმანიამ შვედეთთან პირველი ტაიმი 0:1 წააგო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურე ტურის პირველი ტაიმი გერმანიამ შვედეთთან 0:1 წააგო.

პირველ ტურში დამარცხების შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გულშემატკივრები დაამშვიდა და განაცხადა, რომ ჯგუფში არც ერთ შემთხვევაში არ ჩარჩებიან. მან სათადარიგოთა სკამზე იოზილი დატოვა, რაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე არასოდეს არ მომხდარა.

ბუნდესგუნდმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტია და ექტორის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ლუსტიგმა გამოიტანა. "ტრე კრუნური" დაცვაში იდგა და კონტრიერიშების იმედად იყო. ჰქონდა კიდეც შანსი, როდესაც რუდიმ შეცდომა დაუშვა და გოლის გატანა პირისპირ გასულ
ბერგს ნოიერმა არ დაანება.

25-ე წუთზე ცხვირი გაუტყდა რუდის, სისხლდენა ვერ შეუჩერეს და გიუნდოგანმა შეცვალა. მორიგი კონტრშეტევისას კი ტოივონენმა ანგარიში გახსნა. 39-ე წუთზე გიუნდოგანის დარტყმული ბურთი რიკოშეტით კარში წავიდა, მაგრამ ჯერ მეკარემ მოიგერია, მერე კი ლუსტიგმა.

გერმანიის ნაკრები კატასტროფის წინაშეა და გადასარჩენად 45 წუთი რჩება.

F ჯგუფი. შაბათი. 23 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი".
გერმანია - შვედეთი 0:1
გოლი: 0:1 ტოივონენი (32)

გერმანია: ნოიერი, ბოატენგი, რუდიგერი, კიმიჰი, კროოსი, რუდი (გიუნდოგანი 30), ექტორი, დრაქსლერი, მიულერი, როისი, ვერნერი

შვედეთი: ოლსენი, გრანკვისტი, ლუსტიგი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი, კლაესონი, ბერგი, ტოივონენი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული