შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: გაცოფებული გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ასე მოქცევა არ შეიძლება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიასთან დამარცხების შემდეგ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო შვედების მწვრთნელი იანე ანდერსონი.

"გერმანელები გამარჯვებას ჩვენს წინ ზეიმობდნენ, ჩვენს სათადარიგოთა სკამზე, გაცოფებულები. ძალიან გავბრაზდი. როდესაც თამაში მთავრდება, მეტოქეს ხელს ართმევ და მიდიხარ. ასე მოქცევა არ შეიძლება.

ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, ბერგზე უხეშობისთვის პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. გერმანელებმა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. ეს ყველაზე უარესი მატჩია ჩემს კარიერაში.

ბოლოს ძალიან დავიღალეთ. ბურთი ისეთ დროს დავკარგეთ, როდესაც კარგად შეგვეძლო შეგვეტია. ეს საჯარიმო არაჩვეულებრივი ინდივიდუალური მიღწევაა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორც ყოველთვის ბრაზილიის ბალშევიკი ვარ,მაგრამ გერმანელების ჯგუფში ჩარჩენა საცოდაობა იქნებოდა. უდავოდ იმსახურებდნენ მოგებას! გული და სული ჩადეს თამაშში.
დავით 67
14:29 25-06-2018
2
რატომ მიცეს თამაში?
dggs
11:02 24-06-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული