არგენტინის ნაკრების ქომაგებს რუსეთის ქალაქი აერიათ და ამიტომ ისინი თავისი გუნდის შეხვედრას ვერ დაესწრნენ

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების ქომაგებს ქალაქი აერიათ და ამიტომ ისინი თავისი ნაკრების შეხვედრას ვერ დაესწრნენ.

სამხრეთამერიკელები ნიჟნი ნოვგოროდში უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ამის ნაცვლად ველიკი ნოვგოროდში ჩავიდნენ, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდიდან 975კმ-თია დაშორებული.

როდესაც არგენტინელებმა გაიგეს, რომ ქალაქი შეეშალათ, შოკში ჩავარდნენ, მაგრამ უკან გაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მათ ავტობუსით 13 საათი ჰქონდათ ნამგზავრი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა.

შვეიცარიულ წყვილზ ადრიან და გაბრიელ ზელვეგერებს ღამის ქუჩაში გათენება მოუწიათ.

საქმე იმაშია, რომ მათ სასტუმრო როსტოვის ნაცვლად ველიკი
როსტოვში დაჯავშნეს, რომელიც როსტოვიდან 1000კმ-თია დაშორებული.

altარგენტინის ნაკრებში ქაოსია: გუნდს სამპაოლი ავარჯიშებს. შემადგენლობას ფეხბურთელები შეარჩევენ?

altარგენტინის ნაკრების ქომაგებმა ისლანდიის მარცხი ნიგერიელებთან ერთად იზეიმეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული