უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მუნდიალი 2018. D ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: არგენტინა - ყოფნა თუ არყოფნა?

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებში განკითხვის დღეა - ლიონელ მესი და კომპანია უფსკრულის პირასაა და თან მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული.

ბოლო ტურში არგენტინის ნაკრებმა, რომელშიც, მედიის მტკიცებით, ახლა საყოველთაო ქაოსია, კომფორტული ანგარიშით უნდა დაამარცხოს ნიგერია, რომ ისლანდია-ხორვატიის მატჩზე არ იყოს დამოკიდებული.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ წუთისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მეტოქე ნიგერია გაცილებით უკეთეს პოზიციაშია, პლეი-ოფში გასასვლელად შესაძლოა, ფრეც ეყოს (ამ შემთხვევაში ისლანდიამ უმოტივაციო ხორვატიას ორი და მეტი გოლის სხვაობით არ უნდა მოუგოს).

არგენტინის მხარეს ისტორიაა -
ჯერ ერთი, "ალბისელესტეს" 1958 წლის მუნდიალის შემდეგ ჯგუფი ბოლო ადგილზე არ დაუსრულებია. მეორეც, ნიგერია სულ 6-ჯერ თამაშობდა მუნდიალზე და 4-ჯერ ჯგუფში არგენტინას შეხვდა და ყველა ამ მატჩში დამარცხდა.

არგენტინის ნაკრებმა ბოლო 11 მუნდიალიდან 10-ში ჯგუფური ეტაპი გადალახა.

ისლანდიასთან მატჩში 19 წლის ფრანსის უზოჰო გახდა მუნდიალების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვინც კარი მშრალად შეინახა. მაგრამ ახლა ყმაწვილ უზოჰოს დიდი გამოცდა ელის, გამძვინვარებული არგენტინა და ლეო მესი, რომელმაც აქამდე ვერაფერი შეძლო მუნდიალზე.

ორიოდე დღის წინათ ლეო 31 წლის გახდა. მან კარგად იცის, რომ ეს შესაძლოა, მისი ბოლო შანსია მუნდიალზე. 2014 წლის მუნდიალზე მესიმ ნიგერიის ნაკრების კარში დუბლი შეასრულა.

altლიონელ მესი: ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვიტყვი


არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში დიდი რევოლუციაა მოსალოდნელი - ჩვენ შეტევაში დი მარია-იგუაინი-მესის ტრიო უნდა ვიხილოთ, შუახაზში კი მასკერანოს ისევ შეუწყვილდება ბანეგა; კარში არმანის ვიხილავთ.

ნაკრებში სიტუაციაზე ათასი ჭორ-მართალი დაიწერა. სამპაოლისთან კონფლიქტის გამო არ ითამაშებს სერხიო აგუერო. ძნელია სიმართლის დადგენა, მაგრამ "ალბისელესტეს" რიგებში ჯანსაღი სიტუაცია რომ არ არის, ფაქტია.

altარგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება

altხორხე სამპაოლი: ნიგერიასთან მატჩში არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს ჩავწერთ


D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. კრესტოვსკი
ნიგერია-არგენტინა 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ნიგერია (3-5-2): უზოჰო - ბალოგუნი, ტროოსტ-ეკონგი, ომერუო - მოზესი, ნდიდი, მიკელი, ეტობო, ებუეჰი - იჰეანაჩო, მუსა
არგენტინა (4-3-3): არმანი - სალვიო, მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო - ბანეგა, მასკერანო, პერესი - მესი, იგუაინი, დი მარია
არბიტრი: ჯ. ჩეკირი (თურქეთი)

* * *

ხორვატთა თავკაცმა დალიჩმა უკვე განაცხადა, რომ ბოლო ტურში ექსპერიმენტებს მიმართავს, ეს კი ისლანდიის შანსია. ხორვატებს ისედაც არ ეყოლებათ მარსელო ბროზოვიჩი (დისკვალიფიკაცია) და ნიკოლა კალინიჩი (დასჯილია).

სხვათა შორის, ისლანდია და ხორვატია ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ და ისლანდიამ 22 ქულა მოაგროვა, ორით მეტი, ვიდრე ხორვატიამ. თუმცა ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორიაში ჩრდილოელებს საამაყო მხოლოდ ბოლო მატჩი აქვთ, რომელიც ისლანდიამ 90-ე წუთზე დრამატულ სიტუაციაში მოიგო.

ვის არ უნდა ველოდოთ ხორვატების შემადგენლობაში? პირველ რიგში - რაკიტიჩს, მანჯუკიჩსა და ვრსალკოს. ამ სამეულს ყვითელი ბარათები აქვს მიღებული და დისკვალიფიკაციის საშიშროება ელის.

ისლანდიის ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება გუდმუნდსონი.

ფაქტები
  • ნიგერიის ნაკრებმა მუნდიალებზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან ყველა დაპირისპირება დათმო.
  • ნიგერიისა და არგენტინის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლების გატანა.
  • ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან არგენტინამ 3 მოიგო, ნიგერიამაც - 3.
  • ბოლოს ეს გუნდები 2017 წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს, ნიგერიამ 4:2 იმარჯვა.
  • ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში 3.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • ხორვატიისა და ისლანდიის ურთიერთშეხვედრებში ხორვატიას 4 მოგება აქვს, 1 ფრე და 1 წაგება.
  • ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებიდან 3 წითელი ბარათი დაფიქსირდა.
  • ხორვატიის ნაკრები მეხუთე მუნდიალზეა და ჯერ ჯგუფური ეტაპი წაუგებლად არ დაუსრულებია.
  • ხორვატიის ნაკრების წაუგებელი სერია 6 მატჩი გრძელდება.

D ჯგუფი. სამშაბათი. 26 ივნისი. როსტოვი. როსტოვ არენა
ისლანდია-ხორვატია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ისლანდია (4-4-1-1): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი - გისლასონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - გ. სიგურდსონი - ფინბოგასონი
ხორვატია (4-2-3-1): ლ. კალინიჩი - იედვაი, ჩორლუკა, ვიდა, პივარიჩი - ბადელი, რებიჩი - პიაცა, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - კრამარიჩი
არბიტრი: მ. ლაოსი (ესპანეთი)

altმუნდიალი 2018. C ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: დანიის ბედი ფრანგების ხელშია


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"