სერბეთისა და ბრაზილიის მატჩში რომელიმე მათგანის მარცხი კატასტროფის ტოლფასი იქნება - სერბები აუცილებლად ჯგუფში ჩარჩებიან, ბრაზილიელები - 99%-ით. ფრე ბრაზილიას მერვედფინალში გაიყვანს, სერბეთი კი მეორე მატჩზე იქნება დამოკიდებული და დიდი ალბათობით, ჯგუფში ჩარჩება. ბრაზილიას ფრეზე თამაში არ სჩვევია და ამას არც სერბეთთან დაპირისპირებაში გააკეთებს.
გუნდმა მთავარი შიში წინა ტურში გამოიარა, როცა 90 წუთი ისე გაილია, რომ გოლი
ტიტეს ორი წამყვანი მოთამაშე აკლია - დუგლას კოშტას ტრავმა სერიოზულია. მას სასტარტოში ვილიანი ცვლის. ტრავმირებულია მარჯვენა მცველი დანილოც. ასე რომ, შემადგენლობაში ისევ ფაგნერი ითამაშებს. ნახევარდაცვაში რენატო აუგუსტო და ფერნანდინიოც ელიან შანსს, თუმცა სასტარტოში ჯერ მათთვის ადგილი ვერ გამოინახა.
დუგლას კოშტა მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს? - ფეხბურთელის ცოლი ტიტეს ადანაშაულებს
შვეიცარიასთან თამაშში ფილიპ კოსტიჩი აშკარად მარცხენა ფეხზე ადგა. მწვრთნელი, სავარაუდოდ, მის ნაცვლად ლიაიჩს დააყენებს სასტარტო შემადგენლობაში. სხვა მხრივ, სერბთა ბანაკში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.
თუ იუგოსლავიასაც ჩავთვლით, სერბეთი ბრაზილიას მუნდიალის ფინალურ ტურნირებზე 4-ჯერ შეხვდა. 1930 წელს სლავებმა მოიგეს, 1950 წელს - ბრაზილიამ, 1954 და 1974 წლებში კი ფრე დაფიქსირდა.
E ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. მოსკოვი. ოტკრიტიე არენა
სერბეთი-ბრაზილია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - მილოვოიევიჩი, მატიჩი - ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი - მიტროვიჩი
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, ჟეზუში, ნეიმარი
არბიტრი: ა. ფაღანი (ირანი)
* * *
შვეიცარიას შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი წაგების შემთხვევაშიც აქვს, მაგრამ, არა გვგონია, პეტკოვიჩის გუნდმა ასე გარისკოს. ფრე მერვედფინალის გარანტიაა. კოსტა-რიკის გუნდთან, რომელიც უმოტივაციოა და ჯერ მუნდიალზე გოლიც ვერ გაუტანია, ეს არ უნდა იყოს რთული მისაღწევი ამოცანა.
ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ ეთამაშებიან, თუმცა წინა ორი დაპირისპირება მხოლოდ ამხანაგური იყო. გუნდებს თითო მოგება აქვთ, არც ერთ თამაშში არ გასულა 2.5 გოლზე მეტი.
სხვათა შორის, შვეიცარიის ნაკრები პირველი გუნდია ამ მუნდიალზე, რომელმაც მოახერხა გამარჯვება მას მერე, რაც პირველი გოლი გაუშვა.
E ჯგუფი. ოთხშაბათი. 27 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. ნიჟნი სთედიუმი
შვეიცარია-კოსტა რიკა 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაკირი, ჯემაილი, ცუბერი - გავრანოვიჩი
კოსტა რიკა (3-4-2-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე - გამბოა, ბორხესი, გუზმანი, კალვო - რუისი, ვენეგასი - ურენია
არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)
ფაქტები
- სერბეთის ნაკრების ბოლო 6 თამაშიდან 3 მოგებით, 3 კი მარცხით დასრულდა.
- სერბეთის ნაკრებმა მუნდიალებზე ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო და 2 მოიგო.
- ბრაზილიის ნაკრები 13 თამაშია, რაც დაუმარცხებელია (9 მოგება, 4 ფრე). გუნდმა ბოლო 23 თამაშში მხოლოდ ერთხელ იგემა მარცხის სიმწარე.
- ბრაზილიის ნაკრებმა მატჩში 2 გოლი ბოლოს 2016 წლის მარტში გაუშვა.
- ბოლოს ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ტაიმში გოლი 14 თამაშის წინ გაუშვა.
- სერბეთმა პირველი ტაიმი ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთხელ დათმო.
- თუ პენალტების სერიას არ ჩავთვლით, შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო 24 თამაშში ერთხელ წააგო (17 მოგება, 6 ფრე).
- მუნდიალებზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) შვეიცარიამ ბოლო 16 თამაშიდან მხოლოდ ერთი დათმო.
- კოსტა-რიკის ნაკრებს ბოლო 10 თამაშში ერთი ფრეც არ უთამაშია (2 მოგება, 8 წაგება).
- კოსტა-რიკის ნაკრებმა ბოლო სამი თამაში წააგო.
მუნდიალი 2018. F ჯგუფის ბოლო მატჩების წინ: როცა ქულას ოქროს ფასი აქვს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"