მარსელოს სერიოზული არაფერი არ სჭირს და მექსიკასთან ითამაშებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მცველი მარსელო მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთთან მატჩის მეათე წუთზე შეცვალეს და როგორც იუწყებიან, სერიოზული არაფერი არ სჭირს.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ცნობით, მარსელოს თამაშამდე სტკიოდა ზურგი, ტკივილგამაყუჩებელი ნემსი გაუკეთეს, თუმცა ამან არ უშველა, სელესაოს მწვრთნელმა ტიტემ კი გადაწყვიტა არ გაერისკა და მოედნიდან გაიყვანა.

ასე რომ, მარსელო მერვედფინალში მექსიკის წინააღმდეგ ითამაშებს.

altმუნდიალი 2018: ბრაზილიამ დამაჯერებელი თამაშით სძლია სერბეთს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული