ჰიონ ჩო: მეგონა, მერვედფინალში გავედით; როცა მივხვდი, რომ ასე არ იყო, ავტირდი

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ნაკრების მეკარემ, ჰიონ ჩომ ახსნა, თუ რატომ ატირდა გერმანიის ნაკრებთან (2:0) მატჩის დასრულების შემდეგ.

"სიმართლე რომ გითხრათ, როცა მატჩი დასრულდა, მეგონა, პლეი-ოფში გავედით. ავტირდი, როცა მივხვდი, რომ ასე არ იყო", - თქვა ჩომ.

ჩო სამხრეთ კორეა-გერმანიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა, ისევე, როგორც გერმანია, მერვედფინალში ვერ გავიდა. F ჯგუფიდან შვედეთი და მექსიკა გავიდნენ.

altმუნდიალი 2018: გერმანიამ სამხრეთ კორეასთან დამარცხება და ტურნირიდან გავარდნა "მოახერხა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
3-4 ვერ დაუთვლიათ და ამათთან რო წააგებ:)
0

სიახლეები პოპულარული