მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა გაიტანეს

AutoSharing Option
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 9 გოლი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა გაიტანეს.

მეორე პოზიციაზე "ბარსელონას" მოთამაშეები იმყოფებიან, რომელთა ანგარიშზეც 8 გატანილი ბურთია.

მთლიანობაში მუნდიალზე მონაწილეთა ნაკრებებში მყოფ ფეხბურთელთა რაოდენობა 732-ს შეადგენს.

ყველაზე მეტი მოთამაშე (16) "მანჩესტერ სიტის" ჰყავს წარგზავნილი, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მსოფლიო ჩემპიონატზე მადრიდის "რეალში" მყოფი 15, ხოლო "ბარსელონას" 14 ფეხბურთელი ირჯება.

მუნდიალზე ჯერჯერობით 44 შეხვედრაში 116 ბურთია გასული. გთავაზობთ კლუბების მიხედვით საუკეთესო მეგოლეთა სიას.

1) მადრიდის "რეალის"
ფეხბურთელები - 9 გოლი
2) "ბარსელონას" ფეხბურთელები - 8 გოლი
3) "ტოტენჰემის" ფეხბურთელები - 8 გოლი
4) "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები - 6 გოლი
5) მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელები - 5 გოლი
6) "ვილიარეალის" ფეხბურთელები - 4 გოლი
7) პსჟ-ის ფეხბურთელები - 4 გოლი
8) "ჩელსის" ფეხბურთელები - 3 გოლი
9) "სიტის" ფეხბურთელები - 3 გოლი
10) "ლივერპულის" ფეხბურთელები - 3 გოლი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა რეალი პსჟ გაიზრდება
იმერელი
17:05 28-06-2018
0

სიახლეები პოპულარული