მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს პირველი მეოთხედფინალური წყვილი გამოვლინდება

AutoSharing Option
დღეს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპი დაიწყება.

პირველ შეხვედრას ყაზანი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა დაუპირისპირდებიან.

გუნდები აღნიშნულ შეხვედრას მცირე დანაკლისით ხვდებიან. დიდიე დეშამის განკარგულებაში შესაძლოა ბენჟამინ მენდი და სამუელ უმტიტი არ იყვნენ.

ხორხე სამპაოლი კი ალბათ ენცო პერესს მოისაკლისებს.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი, ერნანდესი, უმტიტი, ვარანი, პავარდი, პოგბა, კანტე, მატუიდი, გრიზმანი, მბაპე, ჟირუ.
არგენტინა (4-4-2): არმანი, მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო, პერესი, მასკერანო, ბანეგა, დი მარია, იგუაინი მესი.

მეორე შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე
სოჭში გაიმართება, სადაც უძლიერესის ვინაობას ურუგვაი და პორტუგალია გაარკვევენ.

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს არცერთი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.

რაც შეეხება, ფერნანდო სანტუშს, მას დიდი ალბათობით უილიამ კარვალიოს დახმარების იმედი არ ექნება.

სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

ურუგვაი (4-3-2-1): მუსლერა, ლაქსატი, გოდინი, ხიმენესი, კასერესი, ვესინო, ტორეირა, ნანდესი, ბენტაკუსი, სუარესი, კავანი
პორტუგალია (4-4-2): პატრისიო, სოარესი, პეპე, ფონტე, გერეირო, ქუარეჟმა, კარვალიო, მოუტინიო, მარიო, რონალდო, სილვა.

altდიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნლის პოსტს ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს

altხორხე სამპაოლი: თუ არ გამაგდებენ, არგენტინის ნაკრებში იმდენ ხანს ვიმუშავებ, რამდენ ხანსაც შევძლებ

altარგენტინის ნაკრების მეკარეები პენალტების მოგერიებაში აქტიურად ვარჯიშობენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
Safrangeti-argentina1:0..grizmani..
lasha qutaisi
14:30 30-06-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული