უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა ua-football.com-მა აღნიშნა, რომ ესპანეთთან მატჩში რუსეთის ნაკრებმა მახინჯი ფეხბურთი ითამაშა და მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა მეოთხედფინალში გააღოღა.

მსაჯობაზე კომენტარი ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა გააკეთა.

"კუიპერსის მსაჯობას ცალმხრივად ან შეცდომებით სავსეს ვერ ვუწოდებ, მაგრამ არსებობს "საშინაო მსაჯობის" მცნება და ამ შეხვედრაში სწორედ ამას ჰქონდა ადგილი.

პენალტის დანიშვნის მომენტში პიკემ ხელით ითამაშა და ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. ვერ ვიტყვით, რომ რეფერიმ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

აი, 104-ე წუთზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ყველაფერი ცალსახა არაა. იგნაშევიჩმა ჭიდაობის ილეთით წააქცია პიკე. ესპანელები
ვიდეოგამეორებას ითხოვდნენ. ვთვლი, რომ მონიტორთან კუიპერსი სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ მან ასისტენტებთან კონსულტაცია ამჯობინა. შესაძლოა, ამის შემდეგ თავისი შეხედულებით მიიღო გადაწყვეტილება და თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა".

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

altსესკ ფაბრეგასი: რას ჰგავდა ეს? - ეს იყო ბურთის ფლობა ბურთის ფლობისთვის

ასევე დაგაინტერესებთ