მუნდიალი 2018. 1/8-ფინალის წინ. ბრაზილია VS მექსიკა - ნეიმარმა თავიდან უნდა ამტკიცოს...

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი მექსიკასთან სერიოზული გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება.

ბრაზილიის ნაკრებმა მძიმედ დაიწყო. E ჯგუფის პირველ მატჩში "სელესაომ", რომელიც ფილიპე კოუტინიომ დააწინაურა, შვეიცარიას ვერ მოუგო. ამას მოჰყვა დრამატული მატჩი კოსტა-რიკასთან, როცა ბრაზილიამ 90 წუთის გასვლის შემდეგ გაიტანა ორი გოლი (ისევ კოუტინიო და ნეიმარი) და ბოლოს ბრაზილიის ნაკრებმა 2:0 მოუგო სერბეთს და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა.

ბრაზილიის საპირისპიროდ, მექსიკამ ჩინებულად დაიწყო და მერე, თითქოს, საწვავი გაუთავდა. პირველ 230 წუთში მექსიკამ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ბოლო 40-ში კი - სამი.

მექსიკა და
ბრაზილია ერთმანეთს ძალიან ხშირად ეთამაშებიან. ბოლოს ფორტალეზაში წინა მუნდიალზე მათ 0:0 ითამაშეს.
ჯგუფურ ეტაპზე ნეიმარ ჯუნიორს ბევრს აკრიტიკებდნენ. მას მუნდიალის ერთ-ერთი იმედგაცრუებაც უწოდეს, თუმცა ეს მთლად მართალი არ არის. ჯგუფში ყველაზე მეტი დრიბლინგი მან განახორციელა (17), ყველაზე მეტი ჯარიმა მოიპოვა (17), ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ (16) და ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა (11).

მექსიკელთა რიგებში ხავიერ ერნანდესს (ჩიჩარიტო) გამოვარჩევთ, რომელმაც კორეელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ჩიჩარიტო ისე თამაშობს, თითქოს, ეს მისი უკანასკნელი მატჩია მუნდიალზე. ასეც იქნება, თუ მექსიკა გავარდება, რადგან ჩიჩარიტომ უკვე განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია.

ბრაზილიელებს ტრავმირებული დუგლას კოშტა აკლიათ, მარსელოსა და დანილოს თამაში კი საეჭვოა. მექსიკელი ექტორ მორენო დისკვალიფიცირებულია.

კაზემიროს, ნეიმარსა და კოუტინიოს ფრთხილად მართებთ თამაში. მათ ყვითელი ბარათი არ უნდა მიიღონ, თორემ გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალის გამოტოვება მოუწევთ.

ფაქტები
  • ბრაზილიისა და მექსიკის ბოლო 9 დაპირისპირებიდან 8-ში აუცილებლად გადიოდა გოლი.
  • ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალების ბოლო 18 თამაშიდან 15-ში, სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • ბრაზილიამ მექსიკასთან დაპირისპირების ბოლო სამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
  • ბრაზილიის ნაკრების ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • ბრაზილიის ნაკრების წაუგებელი სერია 20 მატჩი გრძელდება.
  • მექსიკას უკვე ზედიზედ 5 მატჩია, რაც ფრე არ უთამაშია.
  • ამ ნაკრებების ბოლო დაპირისპირება 2015 წელს შედგა და ბრაზილიამ კოუტინიოსა და ტარდელის გოლებით მოიგო ამხანაგური დაპირისპირება - 2:0.

Sportall.GeGalleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა ლუდი!




Sportall.GePoint Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.



ორშაბათი. 2 ივლისი. სამარა. კოსმოს არენა
ბრაზილია-მექსიკა 18:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო, კოუტინიო - ვილიანი, ჟეზუში, ნეიმარი
მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - ალვარესი, სალსედო, აიალა, გალიარდო - ერერა, გუარდადო - ლაიუნი, ველა, ლოსანო - ხ. ერნანდესი
არბიტრი: ჯ. როკი (იტალია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ფეხბურთის მოყვარულს იუმორის დარგში ხარვეზები და დეფიციტი აღმოაჩნდა. მათ ჩემი ერთ ერთი კომენტარი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს. ჩემპიონატი მაღალ დონეზე არის ორგანიზებული და დღესაც საინტერესო თამაშის მოწმენი გავხდებით...
tngh
13:31 02-07-2018
0
მექსიკა X2 და ბელგია 3,5 მეტი
გგგ
13:12 02-07-2018
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული