ოფიციალურად: ტრავმის გამო ურუგვაის ნაკრებს საფრანგეთთან ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება

AutoSharing Option
ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გვაუწყა, რომ 6 ივლისს ედისონ კავანი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

პსჟ-ის ფორვარდს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. სამხრეთამერიკელთა ქომაგებისთვის კარგი ინფორმაცია ის არის, რომ საფრანგეთის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, კავანი თავის გუნდს 1/2-ფინალში დაეხმარება.

ურუგვაისა და საფრანგეთის დაპირისპირება 6 ივლისს, ნიჟნი ნოვგოროდში, თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კავანის გარეშე ნაღდად გაუჭირდებათ
მუმლი მუხიკა
17:18 05-07-2018
0
Ert erti shekruli/dabalansebuli gundia urugvai, es rom argentinas moexerxebina mati zleva titqmis sheudzlebeli gaxdeboda. Kavanis gareshe ras izaven sainteresea
Baggio
15:52 03-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული