ინგლისმა მუნდიალის ისტორიაში პენალტების სერია პირველად მოიგო

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პენალტების სერიაში პირველად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ინგლისსა და კოლუმბიას შორის მერვედფინალური შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. დამატებითი ტაიმების შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა. ინგლისელებმა კოლუმბიელები 4:3 დაამარცხეს.

ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, როცა "ლომები" პენალტებში მეტოქეზე ძლიერები აღმოჩნდნენ. აქამდე ინგლისელებს სამი ცდა ჰქონდათ (1990, 1998 და 2006 წლებში), თუმცა სამივეში დამარცხდნენ.

  • პენალტები ზუსტად შეასრულეს: ჰარი კეინმა, მარკუს რეშფორდმა, კირიან ტრიპიერი და ერიკ დაიაერმა.
  • მეოთხედფინალში ინგლისი შვედეთს შეხვდება. მატჩი 7 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული