ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ფაბიან დელფს მესამე ქალიშვილი შეეძინა და მუნდიალზე ბრუნდება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფაბიან დელფი რუსეთში ბრუნდება.

ფაბიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიასთან ნამატჩევს სამშობლოში გაემგზავრა, რათა მეუღლის მშობიარობას დასწრებოდა.

"მე ახლახან საოცარი 24 საათი მქონდა. 7:52 საათზე ჩემი მეუღლე და ორი ქალიშვილი ამ ქვეყნად ჩვენი კიდევ ერთი ქალიშვილის მოვლინებას მიესალმენ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს ბედნიერებას. ახლა უკან, რუსეთში", - დაწერა დელფმა ინსტაგრამზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული