უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

რივალდო - ნეიმარს: თუ ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებისთვის საჭიროა, წაიქეცი და დრო გაიყვანე

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რივალდომ თანამემამულე ნეიმარს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელსაც სიმულანტობისთვის აკრიტიკებენ.

"ნეიმარ, ითამაშე ისე, როგორც თამაშობდი. ყურადღებას ნუ მიაქცევ სხვა გუნდების გულშემატკივრების კომენტარებს, რომელთა უმეტესობა უკვე გამოეთიშა ტურნირს.

თუ საჭიროა ფინტის გაკეთება, გააკეთე; თუ საჭიროა გოლის გატანა, გაიტანე; თუ მოგცელეს და დროის გაყვანაა საჭირო, გაიყვანე. იმიტომ, რომ ყველა ასე აკეთებს.

მათი პრობლემა ისაა, რომ შენ შენი ქვეყნის კერპი ხარ.

კვლავ მოგვხიბლე შენი ფეხბურთით! გეხვევი!", - დაწერა რივალდომ "ინსტაგრამზე".

altყაზანის მერი: თუ ნეიმარი ბელგიასთან ჰეთ-თრიქს შეასრულებს...