უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ალექსანდრ სამედოვი: რუსეთის ნაკრების წარმატების ფორმულა სწორედ ესაა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველის, ალექსანდრ სამედოვის თქმით, მისი ნაკრების წარმატების ფორმულა ხასიათის სიმტკიცეა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე პლეი-ოფები მიმდინარეობს და რუსეთის ნაკრების მიზანია, რაც შეიძლება შორს გავიდეს.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამწვრთნელო შტაბს და ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ.

რა არის ჩვენი წარმატების ფორმულა? ვფიქრობ, ეს ჩვენი ხასიათის სიმტკიცეა. ამის გარეშე დიდი ტურნირების პლეი-ოფში წინსვლაზე ფიქრიც კი არ შეიძლება", - აღნიშნა სამედოვმა.

რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე ხორვატიას დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში კი სტანისლავ ჩერჩესოვის
გაწვრთნილები 1/2-ფინალში შვედეთსა და ინგლისს შორის უკეთესს დაუპირისპირდებიან.

altვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ფეხბურთს რუსეთის ანტიფეხბურთმა აჯობა

altჟირინოვსკიმ პენალტების, ბარათების, თამაშგარეების და მსაჯების გაუქმება მოითხოვა და ხორვატიის წაგება იწინასწარმეტყველა

altოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ნაკრების გულშემატკივრობაა ნაბრძანები

ასევე დაგაინტერესებთ