რუსეთი VS ხორვატია - პენალტებით გასულთა დუელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელია, მეოთხედფინალში საკუთარი გულშემატკივრების გარდა არავინ ელოდა.

სტანისლავ ჩერჩესოვის ნაკრები ერთ-ერთ უსუსტესად მიიჩნეოდა 32 მონაწილეს შორის, მაგრამ მასპინძლებმა დაამტკიცეს, რომ ექსპერტები ცდებოდნენ.

რუსეთი და ხორვატია მეოთხედფინალში პენალტების სერიის წყალობით გავიდნენ, რუსეთის ნაკრები ფავორიტად შერაცხილ ესპანეთს 1:1 დაუზავდა. შემდეგ კი იგორ აკინფეევმა პენალტების სერიაში ორი პენალტი მოიგერია და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. 120-წუთიანი ორთაბრძოლა ხორვატიის ნაკრებმაც გამოიარა დანიასთან და ივან რაკიტიჩის გადამწყვეტი პენალტის წყალობით გამარჯვებული დარჩა.

ხორვატიის ნაკრები რჩება მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდად, ხორვატებმა
ტურნირზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს. თუკი ხორვატები იმარჯვებენ, თავიანთ რეკორდს გაიმეორებენ - მსოფლიოს ჩემპიონატში ხორვატიის საუკეთესო მიღწევა 1998 წლის მუნდიალით თარიღდება.

ნახევარფინალში რუსეთის წინამორბედ საბჭოთა კავშირის ნაკრებსაც უთამაშია, მაშინ საბჭოთა კავშირი მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

საინტერესოა, რას დაუპირისპირებს ჩერჩესოვი ივან რაკიტიჩისა და ლუკა მოდრიჩის ტანდემს შუახაზში. რუსთა მცველ სერგეი იგნაშევიჩს ესპანეთთან უცნაური მატჩი ჰქონდა - ჯერ კურიოზული ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ მერე კარგად ითამაშა, დიეგო კოშტა თამაშიდან გამოთიშა, პენალტების სერიაშიც უნაკლოდ შეასრულა 11-მეტრიანი.

ხორვატიას არ წაუგია რუსეთთან დაპირისპირებაში, ასეთი კი სულ სამი იყო. რუსების კარში სამი წლის წინათ გოლის გამტანი ნიკოლა კალინიჩი უღირსი საქციელისთვის ნაკრებიდან მოკვეთილია და, ბუნებრივია, იგი არც მასპინძლებთან ითამაშებს. საეჭვოა სტრინიჩის თამაშიც. რუსთა ბანაკში ძაგოევისა და ჟირკოვის თამაშია საეჭვო.

ფაქტები
  • ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2015 წელს შედგა, ხორვატიამ ამხანაგური მატჩი 3:1 მოუგო რუსეთს - გოლები კალინიჩმა, ბროზოვიჩმა და მანჯუკიჩმა გაიტანეს.
  • თუ დანიასთან პენალტების სერიაში მოგებას ჩავთვლით, ხორვატიის ნაკრებს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • ბოლო სამი მატჩია, რაც რუსეთის ნაკრები კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს.
  • ურთიერთშეხვედრების სამი მატჩიდან 1 ხორვატიამ მოიგო, ორი კი 0:0 დასრულდა.

1/4-ფინალი. შაბათი. 7 ივლისი. სოჭი. ფიშტ ოლიმპიისკი
რუსეთი-ხორვატია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - ძიუბა
ხორვატია (4-5-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
არბიტრი: ს. რიჩი (ბრაზილია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხორვატია არანაკლებ სუსტი გუნდია.გამიკვირდება რომ ცააგოს რუსეთმა ან მაგატტან ან ბელგიასტან.
sdada
20:19 07-07-2018
2
Xorvatia4:1mougebs putins
lasha qutaisi
19:30 07-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული