ზლატკო დალიჩი: რუსეთი ისე ითამაშებს, რის ნებასაც მივცემთ

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა რუსეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის მომავალ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენ მეტოქეს ვერ ავირჩევთ, თუნდაც ეს ტურნირის მასპინძელი იყოს. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს ძლიერი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები მუდამ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობენ.

რუსების ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ჩვენი გეგმა ვიცი. ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ, რუსეთი კი ისე ითამაშებს, რის ნებასაც მივცემთ. მუნდიალი განსაკუთრებული ტურნირია და საუცხოოდ თამაშს შევეცდებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული