ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დევიდ ბექჰემი შვედეთისა და ინგლისის შეხვედრის შედეგზე დანიძლავდნენ

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დევიდ ბექჰემი შვედეთისა და ინგლისის შეხვედრის შედეგზე დანიძლავდნენ.

ლოს-ანჟელეს "გელექსის" ფორვარდმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დევიდ ბეჰქემი მონიშნა და დაწერა:

"თუ ინგლისი მოიგებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადილზე დაგპატიჟებ, მაგრამ თუ შვედეთი გაიმარჯვებს, შენ მიყიდი იმას, რაც მე მსურს".

პოსტს ბექჰემი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:

"თუ შვედეთი მოიგებს, "იკეაში" (შვედური ავეჯის საცალო კომპანია), ნებისმიერ რაიმეს გიყიდი, რაც ლოს-ანჟელესში შენს ახალ სახლს სჭირდება, მაგრამ თუ ინგლისი გაიმარჯვებს, მინდა, რომ "უემბლიზე" ჩამოხვიდე, ინგლისის მაისური ჩაიცვა და თამაშს ისე უყურო. შესვენებაზე კი
თევზითა და ჩიპსებით ისიამოვნო", - დაწერა ბეჰქემმა.

შვედეთისა და ინგლისის დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altშვედეთი VS ინგლისი - დაცვა შეტევის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექჰემი მოიგებს მაზიანს.
vaxo
15:26 07-07-2018
1
ერთერთი უეჭველი წააგებს და თუარ ჩააბარეს მერენახეთ თქვენ))
euhh
15:16 07-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული