გაღიზიანებულმა ჩერჩესოვმა ნამატჩევს ჟურნალისტს შეუტია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან წაგების შემდეგ რუსეთის ნაკრების მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი განერვიულებული იყო.

მას championat.com-ის ჟურნალისტმა სახელდახელო ინტერვიუ ჩამოართვა.

- ჩვეულებრივზე უფრო უკმაყოფილო იყავით ფეხბურთელების თამაშით...

- საიდან მოიტანეთ? კიდევ გაქვთ კითხვები?

- პირველ ტაიმში თქვენ თამაში არ მოგეწონათ. როგორ რეაგირებდით...
- ...

- ჩვენ ძალიან გგულშემატკივრობდით.

- თქვენ, თუ შეიძლება, კითხვა დამისვით. თუ ემოციებს გამოვხატავდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვიყავი. ვერ გავიგე, პირდაპირ ნეგატივი რატომ შემოგაქვთ.

- პირიქით, ნაკრებმა კ
არგად ითამაშა, იბრძოლა.

- ასე დაგეწყოთ, ჩვენ კი არ ვიბრძოლეთ, არამედ კარგ გუნდს ფეხბურთი ვეთამაშეთ. სამწუხაროდ, პირველი გოლი სულელური გავუშვით და მოგვიწია...

- რამდენად კმაყოფილი ხართ ფეხბურთით...?

- ჩემპიონატზე ჩემი გუნდის ასპარეზობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად დავიხარჯეთ. დღეს ისევ 120 წუთი ვითამაშეთ. აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. სხვა საქმეა, რომ თქვენ კითხვებს მუდამ ნეგატივით იწყებთ, რომ მე რაღაცით უკმაყოფილო ვარ. რატომ ვარ უკმაყოფილო? მადლობა".

altმუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩერჩესოვ! ეს წამია, უშვერი სიტყვებით შეგამკე.
TanoLife
19:32 14-07-2018
0
ჩეჩენი კი არა ოსია თუ არ ვცდები მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა მეკარე იყო
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული